sets
Creamy Set
Creamy Set
ადგილზე აღების ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
მიწოდება საქართველოში
თბილისი: 2 სამუშაო დღეში · 5 ₾
სხვა ქალაქები და სოფლები: 2–3 სამუშაო დღეში · 10 ₾
კვირა სამუშაო დღედ არ ითვლება.
საერთაშორისო მიწოდების ვადებისა და საფასურისთვის დაგვიკავშირდი.
ზომის შერჩევაში დახმარება გჭირდება? დაგვირეკე ან გვეწვიე შოურუმში. +995 595 00 28 37
თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. 47ააღწერა
პრემიუმ ხაზის გაბარდინის ორეული დახვეწილი, თანამედროვე სტილისთვის. ორეული აერთიანებს პიჯაკსა და ქვედაკაბას.
გლუვი და გამძლე გაბარდინი, მკაფიო ხაზები და გამოკვეთილი სილუეტი ელეგანტურ იერს ქმნის. თითოეული დეტალი სიზუსტითა და განსაკუთრებული ყურადღებითაა შესრულებული.
პიჯაკის დეტალები
ტანზე მომდგარი პიჯაკი სადა ამოჭრით, გამოკვეთილი მხრების ხაზითა და დეკორატიული ღილებით, რომლებიც წელს უსვამს ხაზს.
სპეციალური თეთრეული საჭირო არ არის: პიჯაკს აქვს სარჩული და შეგიძლია ჩაიცვა როგორც ცალკე, ისე სხვა სამოსზე.
შექმნილია Corsethouse-ისთვის.
ზომა და მორგება
პიჯაკის სიგრძე: დაახლოებით 45 სმ
ქვედაკაბა: მიდი, უკანა ჭრილით
მოდელს აცვია S ზომა
მასალა
ძირითადი ქსოვილი — 100% გაბარდინი
როდის ჩაიცვა
საქმიან შეხვედრაზე, ვახშამზე, ოფიციალურ ღონისძიებაზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში. მარტივად მოარგებ როგორც დღის, ისე საღამოს იერს.
მოვლის წესი
მხოლოდ ხელით რეცხვა.

-
ბრენდის Corset იდეა
Corset-ის შექმნის იდეაა, თანამედროვე ქალებს მისცეს საკუთარი თავის, თავდაჯერებულობისა და ინდივიდუალურობის გამოხატვის შესაძლებლობა.
სწრაფი, მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული მოდის სამყაროში ხშირად იკარგება უნიკალურობა, ხარისხი და დროში გამძლე ესთეტიკა. ამ გამოწვევის პასუხად ვქმნით გამორჩეულ, დახვეწილ და გამძლე სამოსს, რომელიც ვინტაჟური ტანსაცმლითა და რენესანსის ხელოვნებითაა შთაგონებული.