sets
Élan Gray Set
Élan Gray Set
ადგილზე აღების ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
მიწოდება საქართველოში
თბილისი: 2 სამუშაო დღეში · 5 ₾
სხვა ქალაქები და სოფლები: 2–3 სამუშაო დღეში · 10 ₾
კვირა სამუშაო დღედ არ ითვლება.
საერთაშორისო მიწოდების ვადებისა და საფასურისთვის დაგვიკავშირდი.
ზომის შერჩევაში დახმარება გჭირდება? დაგვირეკე ან გვეწვიე შოურუმში. +995 595 00 28 37
თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. 47ააღწერა
გაბარდინის ორეული — თანამედროვე მინიმალიზმისა და დახვეწილი სტილის შეხამება. მაღალი ხარისხის ქსოვილით შექმნილი ტოპი და ფართოტოტებიანი შარვალი გამოკვეთს სილუეტს, სადა დეტალები კი იერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
ტოპის დეტალები
მოკლე ტოპი ბრეტელების გარეშე, სადა ამოჭრით, ტანზე მომდგარი სილუეტითა და ყელთან შარფის ფორმის გამორჩეული დეტალით. ტოპი წელს უსვამს ხაზს და ქალურ სილუეტს ქმნის.
შარვლის დეტალები
მაღალწელიანი, სრულსიგრძიანი შარვალი ფართო ტოტებითა და ნაკეცებით. თავისუფალი სილუეტი ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს და უხდება როგორც ყოველდღიურ, ისე უფრო სადღესასწაულო იერს.
ბიუსტჰალტერი საჭირო არ არის.
შექმნილია Corsethouse-ისთვის.
ზომა და მორგება
ტოპი: მოკლე
შარვალი: სრული სიგრძის
მოდელს აცვია S ზომა
მასალა
ძირითადი ქსოვილი — გაბარდინი
როდის ჩაიცვა
საქმიან შეხვედრაზე, ქალაქში გასეირნებისას, სადილზე, ვახშამზე, პაემანზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში. ჩაიცვი ორეული ერთად ან შეუხამე თითოეული ნაწილი სხვა სამოსს.
მოვლის წესი
მხოლოდ ხელით რეცხვა.

-
ბრენდის Corset იდეა
Corset-ის შექმნის იდეაა, თანამედროვე ქალებს მისცეს საკუთარი თავის, თავდაჯერებულობისა და ინდივიდუალურობის გამოხატვის შესაძლებლობა.
სწრაფი, მასობრივ წარმოებაზე ორიენტირებული მოდის სამყაროში ხშირად იკარგება უნიკალურობა, ხარისხი და დროში გამძლე ესთეტიკა. ამ გამოწვევის პასუხად ვქმნით გამორჩეულ, დახვეწილ და გამძლე სამოსს, რომელიც ვინტაჟური ტანსაცმლითა და რენესანსის ხელოვნებითაა შთაგონებული.