გაცვლა-დაბრუნების პირობები
საქართველოში მიღებული შეკვეთები
თუ ნივთი არ მოგერგო, გაცვლის მოთხოვნა ამანათის მიღებიდან 24 საათში გამოგვიგზავნე. შესაძლებელია იმავე ან უფრო მაღალი ღირებულების მოდელში გაცვლა. საქართველოში მიღებული შეკვეთების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ დაზიანებული ნივთის შემთხვევაში.
საერთაშორისო შეკვეთები: დაბრუნება 14 დღეში
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შეკვეთის დაბრუნება შეგიძლია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში — ეს პირობა ფასდაკლებულ ნივთებზეც ვრცელდება. ნივთი უნდა იყოს ჩაუცმელი ან გამოუყენებელი, ეტიკეტებით, თავდაპირველ შეფუთვაში და ქვითრით ან შეძენის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით.
ფასდაკლებული ნივთების დაბრუნების შეზღუდვა საერთაშორისო შეკვეთებზე არ ვრცელდება. სასაჩუქრე ბარათები დაბრუნებას არ ექვემდებარება.
როგორ მოითხოვო დაბრუნება ან გაცვლა
ამანათის უკან გამოგზავნამდე მოგვწერე info@corsethouse.com-ზე ან დაგვირეკე +995 595 00 28 37-ზე. დაბრუნების დადასტურების შემდეგ გამოგიგზავნით დაბრუნების ეტიკეტსა და ინსტრუქციას, როგორ და სად გამოაგზავნო ამანათი. წინასწარი მოთხოვნის გარეშე გამოგზავნილი ნივთები არ მიიღება.
დაზიანებული, დეფექტური ან არასწორად გამოგზავნილი ნივთები
მიღებისთანავე შეამოწმე შეკვეთა და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდი, თუ ნივთი დაზიანებულია, დეფექტურია ან შეკვეთილისგან განსხვავდება, რათა განვიხილოთ საკითხი და დაგეხმაროთ.
თანხის დაბრუნება
ნივთის მიღებისა და შემოწმების შემდეგ შეგატყობინებთ, დადასტურდა თუ არა თანხის დაბრუნება. დადასტურებული თანხა გადახდის თავდაპირველ მეთოდზე 10 სამუშაო დღეში დაბრუნდება; ბანკს ან ბარათის გამცემს შესაძლოა დამუშავებისთვის დამატებითი დრო დასჭირდეს. თუ დადასტურებიდან 15 სამუშაო დღეზე მეტი გავიდა, მოგვწერე info@corsethouse.com-ზე.